გიორგი კვირიკაშვილის საგანგებო ბრიფინგი დღეს, 11:00 საათზე გაიმართება
ამობეჭდვა · 2017-11-13 08:42:18 · 81 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

წინასწარი ინფორმაციით, კვირიკაშვილი მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებზე ისაუბრებს.

დაგეგმილია რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება. კერძოდ – 18 სამინისტროს ნაცვლად 13 დარჩება. აღნიშნულის გარდა, წინასწარი ინფორმაციით, რამდენიმე მინისტრი პორტფელს დატოვებს.