ავსტრალიაში ავტოავარიას 8 წლის მრბოლელი გოგონა ემსხვერპლა
ამობეჭდვა · 2017-11-13 08:59:23 · 229 ნახვა

ანიტა ბოარდი ავსტრალიის ქალაქ პერტში მდებარე ავტოდრომზე მომხდარი ავარიის დროს დაიღუპა. ახალბედა მრბოლელი ლიცენზიის მოპოვებას ცდილობდა. მისი ავტომობილი ბარიერს შეეჯახა. გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რვა წელი არის მინიმალური ასაკი, რომლის შემდეგაც ახალბედა მრბოლელს ლიცეენზიის მიღება შეუძლია.

გოგონას მამამ სოციალური ქსელებით განცხადება გაავრცელა.

„ჩემი გული მილიონ ნაწილად დაიმსხვრა. მომდევნო დღეებში, თვეებში ოჯახს თქვენი თანადგომა დასჭირდება“, – დაწერა გარდაცვლილი მრბოლელის მამამ.

მომხდარ ავარიას პოლიცია იძიებს.



ავტორი: Mediamall.ge