ამერიკის ჯარში ფსიქიკური პრობლემის მქონე პირების მიღება დაუშვეს
ამობეჭდვა · 2017-11-13 09:02:25 · 203 ნახვა

აშშ-მა გააუქმა 2009 წელს შემოღებული აკრძალვა, რომლის მიხედვით სამხედრო ძალებში ფსიქიკურად დაავადებულ პირებს არ უნდა ემსახურათ. ამის შესახებ ინფორმაციას USA Today ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის ჯარში ამიერიდან იმსახურებენ ის პირებიც, ვისაც დეპრესია, ფსიქიკური აშლილობა და მსგავსი სახის დარღვევები აწუხებთ.

შეგახსენებთ, რომ თავის დროზე, ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებისთვის ჯარში სამსახურის აკრძალვის მიზეზი არმიაში ამ კატეგორიის ჯარისკაცებში თვითდაზიანებების და თვითმკვლელობების მაღალი მაჩვენებელი იყო.



ავტორი: Mediamall.ge