თბილისის ვიცე-მერის პოსტზე კახა კალაძე, სავარაუდოდ, ირაკლი ხმალაძეს წარადგენს
ამობეჭდვა · 2017-11-13 09:22:35 · 247 ნახვა

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის ვიცე-მერი, სავარაუდოდ, ირაკლი ხმალაძე გახდება, რომელსაც კახა კალაძე თანამდებობაზე დღეს წარადგენს.

ირაკლი ხმალაძე ენერგეტიკის სამინისტროში კალაძის მოადგილე იყო.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ახალი მერი კახა კალაძე საქმიანობას ოფიციალურად დღეს, ახალ გუნდთან ერთად შეუდგება. დედაქალაქის მთავრობის ძველ შემადგენლობას უფლებამოსილება უკვე შეუწყდა.



ავტორი: Mediamall.ge