კახა კალაძე თბილისის მერიაში მივიდა
ამობეჭდვა · 2017-11-13 09:29:21 · 152 ნახვა

თბილისის ახალი მერი კახა კალაძე ცოტა ხნის წინ თბილისის მერიაში მივიდა, სადაც მას ყოფილი მერი დავით ნარმანია დახვდა.

"დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, რომ ჩემი ქვეყნის დედაქალაქის არჩეული მერი ვარ. ამავდროულად კარგად მაქვს გათვითცნობიერებული რამხელა პასუხისმგებლობაა, რამდენი მაქვს სამუშაო და შესაბამისად, გუნდთან ერთად, ამ ხალხთან ერთად ჩვენ შევძლებთ იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც ქალაქისთვის აქტუალურია", - განაცხადა კალაძემ.

თბილისის ახალი მერი საკუთარ გუნდს დღეს, 15:00 საათზე წარადგენს.



ავტორი: Mediamall.ge