„ზაზა ჩაჩანიძეს კი არა, საქართველოს პატრიარქს წააგებინებენ არჩევნებს“ - ირმა ინაშვილი
ამობეჭდვა · 2017-11-13 09:33:01 · 855 ნახვა

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი „ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს.

„არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, რომ ამომრჩეველს თანხას უხდიდნენ, რომ ხმა მიეცა ოცნების კნდოდატისთვის. როგორც ჩანს ხელისუფლება გაურიგდა ნაციონალურ მოძრაობას და „ევრო ქოცებს" ანუ ბოკერიას ფლანგს", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

"ესენი პატრიარქსაც წააგებინებდნენ არჩევნებს", - დასძინა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომში თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა, ლევან ლიპარტიამ გაიმარჯვა.



ავტორი: Mediamall.ge