გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე ლევან დავითაშვილია წარდგენილი
ამობეჭდვა · 2017-11-13 11:21:41 · 76 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, გარემოს დაცვის სამინისტროს სოფლის მეურნობის სამინისტრო უერთდება.

 
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს ლევან დავითაშვილი დაიკავებს. 


"ჩვენი ქვეყნისთვის ამ ორი უმნიშვნელოვანესი სფერო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის გაერთიანება აპრობირებულია ბევრ განვითარებულ ქვეყანაში. სწორედ ასეთი მოდელი მოქმედებს წარმატებულ ევროპულ ქვეყნებში: ესპანეთში, ავსტრიაში, ჰოლანდიაში, მსგავსი მოდელებია პორტუგალიაში, საფრანგეთში, იტალიასა და ბულგარეთში. ეს მიდგომა უზრუნველყოფს ორივე მიმართულების კიდევ უფრო გაძლიერებას და არავითარ შემთხვევაში რომელიმე მათგანის შესუსტებას", – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 



ავტორი: mediamall.ge