გიორგი მღებრიშვილი ახალ უწყებას ჩაიბარებს
ამობეჭდვა · 2017-11-13 11:19:00 · 212 ნახვა

შსს-ს მოქმედი მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი ახალ უწყებაში გადაინაცვლებს. ის საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს უხელმძღვანელებს, რომელიც კრიზიზების მართვის საბჭოსა და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს გაერთიანებით შეიქმნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

"ცვლილებების თანახმად, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმისა და რეორგანიზაციის შედეგად იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი და მას უხელმძღვანელებს გიორგი მღებრიშვილი.

ეს უნდა იყოს ოპერატიული ფუნქციებით და შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი აპარატი, რომელიც პირდაპირ პრემიერს დაექვემდებარება.

გიორგი მღებრიშვილი, მისი გამოცდილებით იქნება ამ სტრუქტურის კარგი ხელმძღვანელი“,- განაცხადა პრემიერმა.

დღესვე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად ეკონომიკის მოქმედი მინისტრი გიორგი გახარია წარადგინეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დააგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებზე საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. 

გიორგი გახარია ამ თანამდებობაზე მოქმედ მინისტრს გიორგი მღებრიშვილს შეცვლის.

რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას შემცვლელს, ამ თანამდებობაზე ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაბრუნდება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრად გიორგი კვირიკაშვილმა "საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე წარადგინა.



ავტორი: MediaMall.ge