კულტურის სამინისტროს უერთდება სპორტის სამინისტროს ნაწილი, რომელსაც მიხეილ გიორგაძე უხელმძღვანელებს
ამობეჭდვა · 2017-11-13 11:31:25 · 79 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო უქმდება. მისი თქმით, სამინისტრის სპორტის კომპონენტი კულტურის სამინისტროს შეუერთდება, ახალგაზრდობის საქმეთა კომპონენტი კი - განათლებას. 


"კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი. ამ თანამდებობას დაიკავებს მიხეილ გიორგაძე. ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტის განათლებასთან გაერთიანება ერთი მხრივ უფრო მეტ შესაძლებლობას გაუწევს ახალგაზრდულ მიმართულებას და მოახდენს მის ინტეგრაციას განათლების რეფორმასთან. რაც შეეხება სპორტის კომპონენტს, მისი ინტეგრაცია კულტურასთან, თანაბარ შესაძლებლობებს გააჩენს ამ ორი უმნიშვნელოვანესი სფეროს მიმართულებით და უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ მართვას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 



ავტორი: mediamall.ge