"მინდა, პარლამენტს ვთხოვო, მხარი დაუჭიროს რეფორმებს, რათა ეს პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდეს" - პრემიერი
ამობეჭდვა · 2017-11-13 11:34:44 · 80 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტს სამთავრობო ცვლილებების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სამთავრობო ცვლილებათა პაკეტი მთავრობის უახლოეს სხდომაზე დამტკიცებდა, რის შემდეგაც საკანონმდებლო ორგანოს გადაეგზავნება. 

"ამ მნიშვნელოვან ცვლილებათა პაკეტს მთავრობის უახლოეს სხდომაზე დავამტკიცებთ, რის შემდეგაც ის განსახილველად პარლამენტს წარედგინება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოახდენს კოორდინაციას ცვლილებების სამართლებრივი უზრუნველყოფის მიზნით. ასევე, მინდა, ვთხოვო პარლამენტს, მხარი დაუჭიროს აღნიშნულ რეფორმებს, რათა ეს პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე უმოკლეს ვადაში დასრულდეს. საკანონმდებლო პროცესის დასრულების შემდეგ, სამთავრობო გუნდი ახალი შემადგენლობით წარვსდგებით პარლამენტის წინაშე ნდობის გასაახლებლად", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

პრემიერმა გუნდის წევრებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

"ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, რომელსაც აღნიშნული ცვლილებები შეეხო და რომლებიც, ბუნებრივია, ჩვენი გუნდის წევრებად რჩებიან, დიდ მადლობას ვუხდი გაწეული საქმიანობისათვის", - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.



ავტორი: mediamall.ge