მერის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები
ამობეჭდვა · 2017-11-13 11:49:00 · 81 ნახვა

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში 6 საარჩევნო ოლქიდან 5-ში "ქართული ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა, 1-ში - დამოუკიდებელმა კანდიდატმა. 


ქუთაისში "ქართული ოცნების" კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ ხმათა 87,55 % მიიღო, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც მეორე ტურში არ მონაწილეობდა, მაგრამ ბიულეტენში იყო - 12,45 %. 

ყაზბეგში "ქართული ოცნების" კანდიდატმა ალექსანდრე ზაგაშვილმა ხმათა 68,65 % მიიღო, "დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს" კანდიდატმა სანდრო ყამარაულმა - 31,35 %.

ხაშურში "ქართული ოცნების" კანდიდატმა გიორგი გურასპაშვილმა ხმათა 61,31 % მიიღო, დამოუკიდებელმა კანდიდატმა რამაზ ნოზაძემ - 38, 69 %.

ბორჯომში "ქართული ოცნების" კანდიდატმა ლევან ლიპარტიამ ხმათა 55.22 % მიიღო, "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატმა ზაზა ჩაჩანიძემ - 44,78 %.

მარტვილში "ქართული ოცნების" კანდიდატმა ალექსანდრე გრიგალავამ ხმათა 93,04 % მიიღო, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა მამუკა დანელიამ, რომელიც მეორე ტურში არ მონაწილეობდა, მაგრამ ბიულეტენში იყო - 6,96 %.

ოზურგეთში დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ ხმათა 50,11 % მიიღო, "ქართული ოცნების" კანდიდატმა ბეგლარ სიორიძემ - 49,89 %.



ავტორი: MediaMall.ge