კრიშტიანუ რონალდუ მეოთხედ გახდა მამა
ამობეჭდვა · 2017-11-13 12:02:00 · 565 ნახვა

პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების და მადრიდის "რეალის" თავდამსხველი, კრიშტიანუ რონალდუ მეოთხედ გახდა მამა. 32 წლის სპორტსმენის მეგობარმა გოგონამ, ჯორჯინა როდრიგესმა გოგონა გააჩინა. ახალშობილს ალანა მარტინა დაარქვეს. 

ამის შესახებ ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა. კრიშტიანუ რონალდუს უკვე ჰყავს სამი შვილი, რომლებიც სუროგატმა დედებმა გააჩინეს. 

 

 



ავტორი: MediaMall.ge