საქართველოში ექსპორტი 29.4%-ით გაიზარდა
ამობეჭდვა · 2017-11-13 12:22:40 · 84 ნახვა

ექსპორტი ზრდის ტრენდს ინარჩუნებს. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8566.3 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.7 პროცენტით მეტია.

აქედან, ექსპორტი 2203.1 მილიონი ამერიკული დოლარი იყო (29.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 6363.3 მილიონი ამერიკული დოლარი (7.8 პროცენტით მეტი).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში 4160.2 მილიონი ამერიკული დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48.6 პროცენტი შეადგინა.



ავტორი: mediamall.ge