"სადარბაზოებში გავაკეთებდი კოპწია ტუალეტებს. ქალაქის უნიკალური სტილი იქნებოდა"
ამობეჭდვა · 2017-11-13 13:18:57 · 154 ნახვა

"აი, ხომ არის, უმეტესად ოცნების ტიპები რასაც ამბობენ, ვახახახაა, რა საყვარელიაო, რომ ფიქრობ და იმედიც არ გიცრუვდება, რადგან იმედს სულაც არ ამყარებ. ამ შემთხვევაში რატომღაც მჯერა, რომ გააკეთებს. ხოდა, ჩიტოსნური იდეა მაქვს, მიჩვეულს ნუ გადამაჩვევო, ხომ იცით, რომ ამბობს ძველი რაჭული ანდაზა, ხოდა ქართველი ერი განსაკუთრებით ძნელად ეგუება მიჩვეულის გადაჩვევას, ამიტომ მე რომ დიდი გოგო ვიყო, სადარბაზოებში გავაკეთებდი კოპწია ტუალეტებს. ქალაქის უნიკალური სტილი იქნებოდა", - წერს ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე.



ავტორი: mediamall.ge