პრინციპულად სწორი და გაბედული გადაწყვეტილებაა - არჩილ თალაკვაძე
ამობეჭდვა · 2017-11-13 13:35:00 · 403 ნახვა

მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები ადმინისტრაციულ ხარჯებს შეამცირებს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. 

"ცვლილებები ხალხის საჭიროებებისთვის მეტ რესურსს ტოვებს, ევროპულ კურსს, ეკონომიკურ განვითარებას და საინვესტიციო იმიჯს კიდევ უფრო განამტკიცებს. პრინციპულად სწორი და გაბედული გადაწყვეტილებაა. პრემიერმა ხალხის სათქმელი თქვა", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

პრემიერმა მთავრობის სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები წარადგინა.



ავტორი: MediaMall.ge