მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებები მართვის სისტემის ეფექტიანობის კიდევ უფრო ამაღლებას ემსახურება - ირაკლი კობახიძე
ამობეჭდვა · 2017-11-13 13:34:55 · 57 ნახვა

"პრემიერ მინისტრის მიერ შემოთავაზებული სტრუქტურული ცვლილებები ემსახურება მთავრობაში მართვის სისტემის რაციონალიზაციას და ეფექტიანობის კიდევ უფრო ამაღლებას“, - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებს.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამ ცვლილებების ერთ-ერთი შედეგი ხარჯების ოპტიმიზაციაც იქნება, შესაბამისად, დაგეგმილი ცვლილებები ყველა თვალსაზრისით დადებით შედეგებს მოიტანს.

„ჩვენ მივესალმებით იმ სულისკვეთებას, რომელსაც ეფუძნება პრემიერის ეს ინიციატივა. რაც შეეხება ბიუჯეტს, ბუნებრივია,  ამ ცვლილებების ერთ-ერთი შედეგი იქნება ასევე ხარჯების რაციონალიზაცია და ოპტიმიზაცია, აქედან გამომდინარე, ყველა თვალსაზრისით, ეს ცვლილებები მოიტანს დადებით შედეგებს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.



ავტორი: mediamall.ge