პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობას დეკემბრის ბოლოს ან იანვარში გამოუცხადებს - ირაკლი კობახიძე
ამობეჭდვა · 2017-11-13 13:45:48 · 80 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობას, სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლოს ან იანვარში გამოუცხადებს. 

„რაც შეეხება პროცედურებს და ვადებს, ეს მთავრობაზეც არის დამოკიდებული, დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის შემოვა შესაბამისი კანონპროექტი მთავრობიდან პარლამენტში ინიციატივის წესით. უკვე კანონპროექტის მიღების შემდეგ, მთავრობის შემადგენლობა პარლამენტს უნდა წარედგინოს დასამტკიცებლად. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დეკემბრის ბოლომდე, ან იანვარში დასრულდება მთლიანად პროცედურა“, - განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.



ავტორი: mediamall.ge