მთავარი პრიორიტეტი იქნება ნაკლები ბიუროკრატია და მეტი ეფექტურობა - მომავალი ფინანსთა მინისტრი
ამობეჭდვა · 2017-11-13 14:30:00 · 82 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებს, მამუკა ბახტაძეს და მიხეილ ჩხენკელს შეხვდა.  ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილმა, მამუკა ბახტაძემ პრემიერს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

"ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ფინანსთა სამინისტრო არის წარმატებული უწყება და შესაბამისად, ეს ჩემთვის ორმაგი პასუხისმგებლობაა.  ჩვენს პარტნიორებთან 8 ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრი შეთანხმებულია და ეს გეზი გაგრძელდება. მთავარი პრიორიტეტი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, იქნება ნაკლები ბიუროკრატია და მეტი ეფექტურობა. ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვექნება ქართულ ბიზნესთან, განსაკუთრებით ფოკუსს გავაკეთებთ საშუალო და მცირე მეწარმეებთან ურთიერთობაზე და ბუნებრივია, ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ფინანსთა სამინისტრო კიდევ უფრო წარმატებული გახდეს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გამოცხადებული ნდობისთვის"-განაცხადა ბახტაძემ.  



ავტორი: MediaMall.ge