გიორგი გახარიას და მამუკა ბახტაძის დამტკიცების შემთხვევაში, გაიზრდება უწყებების მართვის ეფექტიანობის ხარისხი - ირაკლი კობახიძე
ამობეჭდვა · 2017-11-13 14:34:00 · 65 ნახვა

„ვფიქრობ, რომ ორივე კანდიდატი შეესაბამება იმ მაღალ მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა პასუხობდეს როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე, ფინანსთა მინისტრი“,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შინაგან საქმეთა მინისტრად გიორგი გახარიას, ხოლო ფინანსთა მინისტრად - მამუკა ბახტაძის კანდიდატურების წარდგენას.

„ვფიქრობ, რომ ამ ორი კანდიდატის დამტკიცების შემთხვევაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი მათ ნდობას გამოუცხადებს, გაიზრდება როგორც ერთი, ისე მეორე უწყების მართვის ეფექტიანობის ხარისხი“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. ჟურნალისტებთან საუბრისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა განცხადებებს იმის შესახებ, რომ გიორგი გახარიას შესაბამისი გამოცდილება არ აქვს.

„გიორგი გახარია არის ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური და გამოცდილი, უნარიანი კადრი საქართველოს მთავრობაში და აქედან გამომდინარე, მე დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი გახარია იქნება ძალიან კარგი და ძალიან ეფექტიანი შინაგან საქმეთა მინისტრი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
 



ავტორი: MediaMall.ge