ეკა ბესელია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომას დაესწრო
ამობეჭდვა · 2017-11-13 14:35:02 · 72 ნახვა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პარიზში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის შეხვედრაში მონაწილეობს. სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ თავის კოლეგებს „ადვოკატთა შესახებ“ კანონში მომზადებული ახალი საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო და იმ სიახლეებზე ისაუბრა, რომელიც აღნიშნული სფეროს საკანონმდებლო კუთხით არის დაგეგმილი.

ევროპის საბჭოს ოფისში გამართულ შეხვედრაში სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლებმა ადვოკატის პროფესიის შესახებ ევროპული კონვენციის შემუშავების საკითხებზე, ორგანიზაციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში უკანონო ქონების კონფისკაციის ხელშეწყობის გზებზე და ჰიბრიდული ომისა და ადამიანის უფლებების ვალდებულებებთან დაკავშირებულ სამართლებრივ გამოწვევების შესახებ იმსჯელეს.

კომიტეტის სხდომაზე ისეთ საკითხებზე, როგორიცაა  - საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მდგომარეობა; პატიმრების გადაცემის დროს ადამიანის უფლებების დაცვა; ადვოკატების საქმიანობის პრინციპები და გარანტიები; სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განხორციელების პროცედურები და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებად მოქალაქეობის ჩამორთმევა, მომხსენებლების მოწვევის შესახებ განხილვები გაიმართა. კომიტეტის წევრებმა საორგანიზაციო საკითხებზეც იმსჯელეს და 9-12 ოქტომბრის სტრასბურგში გამართული შეხვედრის ოქმი დაამტკიცეს.



ავტორი: mediamall.ge