განათლებას აქვს უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის - მომავალი მინისტრი
ამობეჭდვა · 2017-11-13 14:34:00 · 68 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებს, მამუკა ბახტაძეს და მიხეილ ჩხენკელს შეხვდა.

განათლების მომავალი მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ახალგაზრდამ იგრძნოს, რომ სახელმწიფო მასზე ზრუნავს.

"უღრმესი მადლობა ნდობისთვის. მთელს ჩემს ენერგიას, გამოცდილებას არ დავიშურებ იმისთვის, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვემსახურო, როგორც ეს ასახულია მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმაში. განათლებას აქვს უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და ზოგადად განათლების ხარისხის, ასევე მეცნიერების ხარისხის ამაღლება არის ჩვენი სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი. ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ თითოეულმა ახალგაზრდამ იგრძნოს, რომ სახელმწიფო მასზე ზრუნავს. ეს ნამდვილად ასე მოხდება, რომ ჩვენი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა თაობის პოტენციალის რეალიზება განხორციელდეს ჩვენს ქვეყანაში",-განაცხადა ჩხენკელმა. 

 



ავტორი: MediaMall.ge