"ნაცმოძრაობის" ინიციატივა "მაუწყებლობის კანონში" ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით, პარლამენტში მხარდაჭერას ვერ ჰპოვებს - მამუკა მდინარაძე
ამობეჭდვა · 2017-11-13 14:53:44 · 78 ნახვა

„როგორც ჩანს, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ვერ გამოდიან იმ წარმოდგენებიდან, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს ერთ-ერთი უწყება სახელმწიფო სტრუქტურებს შორის“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე  ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ.

„როგორც ვიცი, ეს არის შემზღუდავი ნორმების ერთობლიობა. როგორც ჩანს, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ვერ გამოდიან იმ წარმოდგენებიდან, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს ერთ-ერთი უწყება სახელმწიფო სტრუქტურებს შორის. აქედან გამომდინარე, ეს არის აბსოლუტურად არაადეკვატური რეაქცია იმაზე, რაც ხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმასთან დაკავშირებით და ეს პროექტი, ბუნებრივია, ვერ ჰპოვებს მხარდაჭერას საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.



ავტორი: mediamall.ge