ვსაუბრობთ სანდროსთან შესაძლოა, ის დიპლომატიურ სამსახურში წავიდეს - კვირიკაშვილი ჯეჯელავაზე
ამობეჭდვა · 2017-11-13 15:11:07 · 82 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ალექსანდრე ჯეჯელავას დიპლომატიურ სამსახურში გადასვლას სთავაზობს.

"ვსაუბრობთ სანდროსთან - შესაძლოა, ის დიპლომატიურ სამსახურში წავიდეს, თუმცა როგორც ვესაუბრე, მას გული უფრო ისევ განათლების სფეროში პედაგოგიური მიმართულებით ბიზნესსაქმიანობისკენ მიუწევს და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ის ჩვენი გუნდის წევრი არის და ძალიან ღირსეული ადამიანია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.



ავტორი: mediamall.ge