ახლადარჩეულმა მერმა მოადგილეები წარადგინა
ამობეჭდვა · 2017-11-13 15:22:00 · 200 ნახვა

თბილისის ახლადარჩეულმა მერმა, კახა კალაძემ ახალი მოადგილეები წარადგინა.

ახალი მოადგილეები ირაკლი ხმალაძე, მაია ბითაძე, ნათია ჭელიძე და ირაკლი ბენდელიანი იქნებიან. მერის მოადგილის თანამდებობაზე რჩება გიგა ნიკოლეშვილი. 

ირაკლი ხმალაძე კახა კალაძის მოადგილე იყო ენერგეტიკის სამინისტროში. ილია ელოშვილი კი კახა კალაძის სამინისტროდან წამოსვლის შემდეგ, ენერგეტიკის მინისტრი გახდა. 

 

 

 



ავტორი: MediaMall.ge