პრემიერ-მინისტრმა მთავრობაში საკადრო ცვლილებების შესახებ ბრძანებებს ხელი მოაწერა
ამობეჭდვა · 2017-11-13 15:35:00 · 149 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებებს მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებების განხორციელების შესახებ.


მთავრობის მეთაურის ბრძანებით, ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრად და ვიცე-პრემიერად  - გიორგი გახარია, ფინანსთა მინისტრად  - მამუკა ბახტაძე, ხოლო განათლების მინისტრად - მიხეილ ჩხენკელი.


პრემიერ-მინისტრმა ასევე გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად დაინიშნა.



ავტორი: MediaMall.ge