პრეზიდენტის ადმინისტრაცია "პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებულ ოპტიმიზაციის პროცესს მიესალმება"
ამობეჭდვა · 2017-11-13 15:37:00 · 82 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი დადებითად აფასებს სამთავრობო გუნდის ცვლილებებს და მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებულ ოპტიმიზაციის პროცესს.

"მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანი და პოზიტიური ცვლილებებია კულტურის, განათლების, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. რაც შეეხება ეკონომიკის,ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებს, მიგვაჩნია, რომ ისინი კიდევ უფრო ეფექტიანს გახდისსაქართველოს მთავრობის საქმიანობას.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპტიმიზაციის პროცესის შედეგად განხორციელებული ცვლილებები საზოგადოების თითოეულ წევრზე პოზიტიურად აისახოს.

ჩვენ დადებითად ვაფასებთ მინისტრების პოსტზე  წარმოდგენილ კანდიდატურებს, წარმატებას ვუსურვებთ მათ, ვინაიდან მათ აქვთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობადა ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე”, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.



ავტორი: MediaMall.ge