"გაჩენის დღე რომ შემაზიზღე ის გოგო ვარ მე უფალო... ექვსი თვე მის უძრავ სხეულს მაფერე"...
ამობეჭდვა · 2017-11-13 16:48:53 · 9418 ნახვა

Facebook გვერდი "ჯინსების თაობა" სტატუსს აქვეყნებს:

"ზუსტად ჩემს დაბადების დღეზე ჩემი ბედნიერების სიკვდილით რომ დამემუქრე! დიახ"_ის გოგოა თავის დაბადების დღეზე მის შეყვარებულს ავარია რომ მოუხდა"-ო რომ ამბობენ ეგ გოგო ვარ … 6 თვე რომ საავადმყოფოს გზაზე მატარე, მისი უძრავი სხეულს მაფერე მთელი ექვსი თვე, რომელსაც მხოლოდ ცრემლები სდიოდა ჩემს საუბარზე, სხვა არაფრის ძალა შესწევდა. ჯიუტად რომ უცემდა გული და მაინც რომ არ დაანებე სუნთქვა და თავისი დაბადების დღის წინა დღეს რომ აღასრულე მუქარა და წამართვი ის გოგო ვარ უფალო…

დღეს რომ "ათას ღობე-ყორეს" ვედები, მილიონ რამეს ვაკეთებ, რომ როგორმე ადამაინს დავემსგავსო მაგრამ მაინც, რაც უფრო ახლოვდება ჩემი დაბადების დღე, მით უფრო რომ მეზიზღება ყველა დღე შარშანდელი ჩემი დაბადების დღიდან ის გოგო ვარ ღმერთო… გაჩენის დღე რომ შემაზიზღე ის გოგო ვარ მე უფალო… ამიტომ ხომ მაქვს უფლება მეცოდებოდეს საკუთარი თავი და მაპატიე, რომ ვერ ვარ მადლობელი ჯერ…"

თუთი თამაზაშვილი – ირაკლი ჭინჭარაულის შეყვარებული.



ავტორი: daijest.ge