სოფელ რუხში 7700 ღერი უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტები გამოვლინდა
ამობეჭდვა · 2017-11-13 17:33:00 · 68 ნახვა

12 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის განყოფილების თანამშრომლებმა, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას ქვემდებარე, უაქციზო სიგარეტის (ჯამში 7,700 ღერი) შენახვის რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.



ავტორი: MediaMall.ge