ქუთაისის სტადიონზე „ქართული მარშის“ წევრები შეიჭრნენ და ტრიბუნაზე ლგბტ-ს დროშა დაწვეს
ამობეჭდვა · 2017-11-13 19:19:38 · 1486 ნახვა

ქუთაისში, საფეხბურთო მატჩზე, რომელიც რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე იმართება „ქართული მარშის“ წევრები შეიჭრნენ. 

გავრცელებული ინფორმაციით „ქართული მარშის“ წევრების გამოჩენას ადგილზე დაძაბულობა მოჰყვა, რის გამოც სტადიონის დაცვის სამსახურმა სტადიონზე შესასვლელები ჩაკეტა. ამან გულშემატკივრებშისა  და „ქართული მარშის“ წევრების პროტესტი გამოიწვია. საბოლოოდ დაცვამ სტადიონის ერთი შესასვლელი გახსნა და ბილეთის მქონე ყველა გულშემატკივარს მატჩზე დასწრების საშუალება მიეცა.

ამ დროს სტადიონის პერიმეტრზე „ქართული მარშის“ წევრების ნაწილი შეიჭრა. სტადიონზე მათ კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ფეხბურთელ გურამ კაშიას მიერ ლგბტ თემის მხარდამჭერი სამკლაურის გამოყენება. ისინი კაშიას მისამართით შეურაცხმყოფელ სიტყვებს სკანდირებდნენ. 

ადგილზე მობილიზებული იყო სპეცრაზმი.

მარშის წევრებმა ტრიბუნაზე ლგბტ-ს ფერადი დროშაც დაწვეს და ამის შემდეგ თამაში პროტესტის ნიშნად დატოვეს.



ავტორი: Mediamall.ge