აშშ-ში, ერთ-ერთ ღამის კლუბში სროლა მსხვერპლით დასრულდა
ამობეჭდვა · 2017-11-13 19:27:29 · 91 ნახვა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ატლანტაში მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში სროლა მსხვერპლით დასრულდა. პოლიციის ცნობით დაღუპულია ორი, ოთხი კი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი ადგილობრივი გამოცემა ავრცელებს.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელის ვინაობა უცნობია. მან შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლო.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.



ავტორი: Mediamall.ge