გივი სიხარულიძე პოლიტიკური პარტიის შექმნას გეგმავს
ამობეჭდვა · 2017-11-13 19:52:59 · 895 ნახვა

მსახიობი გივი სიხარულიძე არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკური პარტია შექმნას. ამის შესახებ მსახიობმა ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში გააკეთა.

სიხარულიძის თქმით, მის პარტიაში მხოლოდ უბრალო ადამიანები იქნებიან და იქ ინტელიგენციის წარმომადგენლების ადგილი არ იქნება.

"ინტელიგენცია არის ხან იქით, ხან აქეთ, საითაც ქარი, კარგი ნიავი დაუბერავს, იქით მიქრიან. თუ პარტიას შევქმნი, ჩემთან მხოლოდ უბრალო ხალხი იქნება", - განაცხადა მსახიობმა. 


 



ავტორი: Mediamall.ge