საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისას, სომალის მოქალაქეები დააკავეს
ამობეჭდვა · 2017-11-13 20:18:54 · 123 ნახვა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სარფის სასაზღვრო მონაკვეთზე, სომალის რესპუბლიკის სამი მოქალაქე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.



ავტორი: Mediamall.ge