ავღანეთში თალიბების თავდასხმისას 8 პოლიციელი დაიღუპა
ამობეჭდვა · 2017-11-13 20:36:52 · 81 ნახვა

ავღანეთში, ფარაჰის პროვინციაში თალიბების თავდასხმას 8 პოლიციელი ემსხვერპლა. 

ექსტრემისტები პოლიციელებს ბლოკ-პოსტზე ყოფნის დროს გამთენიისას დაესხნენ თავს.

ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თალიბები თავდასხმის დროს ღამის ხედვის სათვალეებს იყენებენ, რომელიც ძირითადად რუსეთშია დამზადებული.



ავტორი: Mediamall.ge