ირაკლი კობახიძე რუმინეთის სენატის პრეზიდენტს შეხვდა
ამობეჭდვა · 2017-11-13 20:44:09 · 68 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე რუმინეთში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტის პირველ დღეს, ირაკლი კობახიძემშეხვედრები ქვეყნის პარლამენტში გამართა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე რუმინეთის სენატის პრეზიდენტმა, კალინ პოპესკუ ტარიჩეანუმ მიიღო.

ირაკლი კობახიძემ სენატის პრეზიდენტს  რუმინეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ჩვენი ქვეყნის დასავლური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაცვლითი ვიზიტების გააქტიურების შესახებ ისაუბრეს. 

მხარეებმა განიხილეს სტრატეგიული თანამშრომლობის პრიორიტეტებიც. საუბარი, ასევე,  საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულრეფორმებს შეეხო. ირაკლი კობახიძემ კალინ პოპესკუ ტარიჩეანუს საკონსტიტუციო რეფორმა, მისი ძირითადი არსი და შინაარსობრივიცვლილებები გააცნო. რუმინეთის სენატის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო რეფორმა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომრუმინეთისთვის საინტერესოა ქართული გამოცდილება. 

შეხვედრაზე  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ ისაუბრეს, განიხილეს რეგიონში არსებულიგამოწვევებიც. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და რუმინეთის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა.

იმსჯელეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზეც.  სენატის პრეზიდენტისგანცხადებით, რუმინეთი აგრძელებს საქართველოს დასავლური მისწრაფებების მხარდაჭერას და მზადაა ამ მიმართულებითგამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობისთვის.

კალინ პოპესკუ ტარიჩეანუმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომრუმინეთი რჩება საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ გულშემატკივრად  და ერთგულ მეგობრად.

რუმინეთის პარლამენტში გამართული შეხვედრები ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან  შეფასა და აღნიშნა, რომ გამართულშეხვედრებზე საუბარი ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობას, ასევე, კონკრეტულინიციატივებს შეეხო.

„ჩვენ ვართ ძალიან დაინტერესებული, რა თქმა უნდა, იმით, რომ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი მეგობრული ურთიერთობები, ჩვენიმჭიდრო პარტნიორობა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მიზნები აუცილებლად იქნება განხორციელებული.

რუმინეთი არის ჩვენი ძალიან მყარი მხარდამჭერი, როგორც ევროინტეგრაციის, ასევე, ნატოში ინტეგრაციის კუთხით, რაცდადასტურებულია არაერთი საპარლამენტო დოკუმენტით და ჩვენ საუბარი გვქონდა იმაზე, და სპიკერებმა აღნიშნეს ეს, რომ რუმინეთიკვლავაც ძალიან აქტიურად დაგვიჭერს მხარს სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რუმინეთისგამოცდილების გაზიარება. ჩვენ დღეს ვართ ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში, ეს არის ის გზა, რომელიც რუმინეთმაუკვე გაიარა და ჩვენ აუცილებლად ვითანამშრომლებთ რუმინელ მეგობრებთან ამ კუთხით, მათ შორის, გავიზიარებთ ჩვენი რუმინელიმეგობრების გამოცდილებას“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.



ავტორი: Mediamall.ge