საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ლონდონში რეგიონულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ამობეჭდვა · 2017-11-13 21:18:00 · 56 ნახვა

რეგიონული კონფერენცია    ევროპის საბჭოს  საპარალამენტო  ასამბლეისა და  ვენეციის კომისიის  ორგანიზებით და ევროპის საბჭოსრეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების კონგრესის 
მხარდაჭერით გაიმართა. 

ღონისძიებას ევროპის საბჭოს საპარლამენტოასამბლეაში დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის 
დელეგაციამ უმასპინძლა. კონფერენციის თემა იყო:  „ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება საარჩევნო პროცესში - დემოკრატიული არჩევნების მთავარი გამოწვევა“. 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტარები: თამარ ჩუგოშვილი, 
ეკა ბესელია, ნინო გოგუაძე, გიორგი კანდელაკი და ნატო ჩხეიძე შედიოდნენ.

კონფერენციის მონაწილეებმა  საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საერთაშორისო გამოცდილებაზე, აღნიშნული შემთხვევების პრევენციასა და შესაბამის  რეაგირებაზე, ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლებისრეკომენდაციების შესახებ იმსჯელეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა  კონფერენციის მონაწილეებს  სიტყვით მიმართა.

„საქართველომ მიაღწია შთამბეჭდავ და მნიშვნელოვან პროგრესს დემოკრატიის განმტკიცებაში, განსაკუთრებით კი, არჩევნების ადმინისტრირების და საარჩევნო პროცესების  მიმართულებით და   შექმნა საარჩევნო პროცესების მაღალი სტანდარტები.

ჩვენ მივესალმებით საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივი, პოზიტიური ურთიერთობების   გაღრმავებას, განსაკუთრებით კი, საქართველო-ბრიტანეთის უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში“,  - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.  

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები  თუ საერთაშორისო  ექსპერტები, შეხვედრის ყველა ფორმატში, ცალსახად აღნიშნავენ იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია დემოკრატიის განმტკიცების საქმეში და არჩევნების მაღალი სტანდარტების დამკვიდრებაში.

ეკა ბესელიას შეფასებით, „ლონდონში საინტერესო დისკუსია წარიმართა. კონფერენციაზე  საქართველო ერთხმად დასახელდა როგორც ლიდერი  ქვეყანა  აღმოსავლეთ  პარტნიორობის წევრ  ქვეყნებს შორის, რომელიც მუდმივად  ზრდის  სტანდარტებს და აუმჯობესებს კანონმდებლობას, ატარებს დემოკრატიულ და თავისუფალ არჩევნებს, - ასეთი   იყო კონგრესის დაარჩევნებზე  დამკვირვებელი საერთაშორისო  ორგანიზაციების შეფასება“.

ლონდონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შეხვდა საგარეო და თანამეგობრობის ოფისისევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ახლადდანიშნულ დირექტორს, მარტინ ჰარისს ( Director of Europe and Central Asia Department in the Foreign & Commonwealth Office) და ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს.

კონფერენციას ესწრებოდნენ უკრაინის, მოლდოვის, აზერბაიჯანის და სომხეთის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევესაარჩევნო საკითხებში საერთაშორისო ექსპერტები, რომელთაც საქართველოში არჩევნებზე დაკვირვების დიდი გამოცდილება აქვთ.



ავტორი: Mediamall.ge