სოფიო ქაცარავა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში შეხვედრებს მართავს
ამობეჭდვა · 2017-11-13 21:24:16 · 50 ნახვა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი სოფიო ქაცარავა ვენაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საკომიტეტო სხდომების ფარგლებში შეხვედრებს მართავს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა, სადაც უსაფრთხოებისა და  წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლების საკითხები განიხილეს.

სოფიო ქაცარავამ შეხვედრა გამართა ასევე, ეუთო-ს ტერორიზმთან ბრძოლის  დეპარტამენტის ხელმძღვანელთან. მხარეებმა, სამუშაო დღის წესრიგზე და ურთიერთობების გაძლიერებაზე ასევე, გლობალურ და რეგიონულ უსაფრთხოებაში საქართველოს კონტრიბუციასა და წვლილზე ისაუბრეს.

მედიის თავისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას,  მხარეებმა მედიის თავისუფლებასა და პლურალიზმზე, ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და შედეგებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ასევე, განიხილებოდა რიგი საკითხებისა, მათშორის მედიის თავისუფლების ხარისხიდა სტანდარტი ეუთოს- ს წევრ ქვეყნებში, გამოწვევები და პოზიტიური განვითარება ამ სფეროში.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ დღესვე, შეხვედრა გამართა კონფლიქტის პრევენციის ცენტრის დირექტორთან და ტრანსნაციონალური საფრთხეების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, სადაც კიბერუსაფრთხოებისა და ანტიტერორისტული   ღონისძიებები განიხილებოდა.



ავტორი: Mediamall.ge