„ეს იყო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება“ - ვიქტორ დოლიძემ სამთავრობო ცვლილებები სერბეთიდან შეაფასა
ამობეჭდვა · 2017-11-13 21:27:43 · 64 ნახვა

ევროპულ და ევრაოტლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს გაჟღერებულ სამთავრობო ცვლილებებს სერბეთიდან აფასებს. მისი განცხადებით,  დაანონსებული ცვლილებები სწორი გადაწყვეტილებაა და მთავრობის ეფექტურ მუშაობას შეუწყობს ხელს.

„მეტი ეფექტურობის თვალსაზრისით ეს იყო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება. არ მინდა, რომ სპეკულაციისთვის ვინმეს დარჩეს ღია ფანჯარა. ეს იყო დაგეგმილი და დარწმუნებული ვარ ფინანსური გათვლებითაც, როდესაც დაიწყება უკვე პროცესი ზუსტად იმ მიზნების განსახორციელებლად, რასაც ჰქვია მეტი ეფექტიანობის განხორციელება და ნაკლები ბიუროკრატია, აუცილებლად გაკეთდება ეს საქმე“, – ვიქტორ დოლიძე

 



ავტორი: Mediamall.ge