მარტვილში 8 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
ამობეჭდვა · 2017-11-13 21:34:09 · 212 ნახვა

მარტვილში, სოფელ გაჭედილში, მანქანა 8 წლის ბავშვს დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას "პრაიმტაიმი" ავრცელებს. 

ბავშვი ქუთაისის დიაგნოსტიკურ ცენტრში გადაიყვანეს, მას გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 276 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 



ავტორი: Mediamall.ge