ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ სამთავრობო ცვლილებებს მხარი დაუჭირა
ამობეჭდვა · 2017-11-13 22:57:49 · 137 ნახვა

ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ სამთავრობო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. ამის შესახებ განცხადება, „ქართული ოცნების“ ფრაქციის დახურული სხდომის დასრულების შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა გააკეთა.

"მოვისმინეთ ერთმანეთის შეხედულებები პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ ცვლილებებთან მიმართებაში და ერთმნიშვნელოვნად მხარი დავუჭირეთ ამ გადაწყვეტილებას“, -განაცხადა მათიკაშვილმა.

მან ასევე ასევე აღნიშნა, რომ სავარაუდოდ მოესწრება მომავალი წლის ბიუჯეტის კორექტირება, რომელიც 14 სამინისტროზე იქნება გათვლილი.

"ბიუჯეტის კანონპოექტთან დაკავშირებით, რომელიც 14 სამინისტროზე იქნება გათვლილი, ვფიქრობთ მოესწრება კორექტირება, რადგან ბიუჯეტი ჯერ მიღებული არ არის. ეს სტრუქტურული ცვლილებები ადეკვატურდ აისახება ბიუჯეტის პროექტში. მთავრობა იმუშავებს მიზანდასახულად იმისათვის, რომ ის შენიშვნებიც იქნას გათვალისწინებული, რომელიც პარლამენტიდან იქნა გაგზავნილი".- განაცხადა მათიკაშვილმა.

 



ავტორი: Mediamall.ge