„სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება ქვეყანაში, იმ ადამიანისთვის გამოვცხადდები ნაკრებში!“ - გურამ კაშია
ამობეჭდვა · 2017-11-13 23:47:14 · 617 ნახვა

მადლობა გორში და ქუთაისში მოსულ მაყურებელს! დიდი მადლობა ვინც ამ ორი თამაშის განმავლობაში მხარი დაუჭირა ჩვენს ნაკრებს”, – ამ განცხადებას ფეისბუკზე საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია ავრცელებს.

“სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება ჩვენს ქვეყანაში, იმ ადამიანისთვის გამოვცხადდები ნაკრებში! შევხვდებით 2018-ში”, – წერს კაშია.

საქართველოს ნაკრებმა 10 და 13 ნოემბერს გურამ კაშიას მონაწილეობით ორი მატჩი გამართა: გორში კვიპროსს სძლია 1-0, ხოლო ქუთაისში ბელარუსთან 2-2 ითამაშა.

კვირპოსთან მატჩში ე.წ. „ქართული მარში“, რომელიც კაშიასგან ბოდიშის მოხდას ან მისი ნაკრებიდან მოკვეთას მოითხოვს თანასწორობის მხარდაჭერის გამო, არ გამოჩენილა, ქუთაისში კი, მათ აქცია გამართეს და სტადიონზე ლგბტ დროშა დაწვეს.



ავტორი: Mediamall.ge