გაგარინის N10-ში მდებარე ავარიულ კორპუსში მაცხოვრებლები ქირით გასვლაზე უარს აცხადებენ
ამობეჭდვა · 2017-11-14 00:40:33 · 1513 ნახვა

თბილისში, გაგარინის N10-ში მდებარე ავარიულ კორპუსთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.

მერიის ცნობით, საცხოვრებელი შენობის ნაწილი ნგრევის პირასაა, არაერთი შეთავაზების მიუხედავად კი კოპრუსის მაცხოვრებლები უარს საბურთალოს გამგეობას დროებით ქირით გაყვანასა და შენობის დემონტაჟზე უარს ეუბნებიან.

"მოლაპარაკება ამ დრომდე ვერ შედგა. კორპუსში სულ 18 ოჯახი ცხოვრობს და მათი ნაწილი პოტენციურ ინვესტორთან ვერ თანხმდება, ნაწილი კი კორპუსის სანახევრო, ავარიული მხარის დემონტაჟს ითხოვს. დარგის სპეციალისტების მიერ ერთჯერადი ვიზუალური დათვალიერების შედეგად ირკვევა, რომ შენობა სრულ დემონტაჟს საჭიროებს.

ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია უკვე მუშაობს შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ საექსპერტო დასკვნაზე.

დღესვე ადგილზე იმყოფებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით უთმელიძე. გაგარინის N10-ში მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, რადგან შენობა საფრთხის შემცველია, როგორც ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ისე მესამე პირებისთვისაც. მერიის შესაბამისი სამსახურები საცხოვრებელი კორპუსის დაცლის მოთხოვნით მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს განაგრძობენ. ადგილობრივებს თბილისის მერია შენობის დემონტაჟისა და ახალი კორპუსის მშენებლობის პერიოდში ქირით უზრუნველყოფს", – წერია თბილისის მერიის განცხადებაში.



ავტორი: Mediamall.ge