„ჯეჯელავამ იმდენი სისულელე თქვა, რომ დიდი ხანია უნდა გადაეყენებინათ“ - ლევან ბერძენიშვილი
ამობეჭდვა · 2017-11-14 00:44:28 · 396 ნახვა

„რესპუბლიკური“ პარტიის წევრმალევან ბერძენიშვილმა, „პირველ რადიოსთან“ განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ალექსანდრე ჯეჯელავა გიორგი კვირიკაშვილს ბევრად ადრე უნდა გადაეყენებინა, რადგან როგორც ლევან ბერძენიშვილი ამბობს, განათლების უკვე ყოფილი მინისტრი თავს სჭრიდა საკუთარ თავსაც და პრემიერსაც. რაც შეეხება სამინისტროების შემცირების საკითხს, ლევან ბერძენიშვილი ოპტიმიზაციის პროცესს სწორ ნაბიჯად აფასებს.

„ეს ბატონმა პრემიერ-მინისტრმა უნდა ახსნას, მე წარმოდგენა არ მაქვს რატომ გადააყენა თავისი საყვარელი მინისტრი, რომელმაც იმდენი სისულელე თქვა, რომ დიდი ხანია უნდა გადაეყენებინათ, - ჯეჯელავა საკუთარ თავსაც სჭრიდა თავს და პრემიერ-მინისტრსაც. მაგრამ რატომ გადააყენა ახლა და არ გადააყენა ადრე ვერ გეტყვით. ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ „რესპუბლიკელები“ ყოველთვის ვიყავით მომხრე უფრო პატარა მთავრობისა და სამინისტროების რიცხვის შემცირება, ზოგადად სწორი მიმართულებაა. მაგრამ კონკრეტულად ამ შემთხვევაში ეს კადრები რას გააკეთებენ, რას ვერ გააკეთებენ და რა შედეგებს მოიტანს ვერ გეტყვით. საქართველოში შეიძლება უფრო ნაკლები სამინისტრო გვქონდეს, ეს არ არის ტრაგედია, ეს შესაძლებელია და ეს სწორია. რამდენად გაუძღვებიან ეს უფრო მნიშვნელოვანია, საკუთრივ ამ ნაბიჯის გამო მე ვერ გავაკრიტიკებ“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.



ავტორი: Mediamall.ge