დღეს თბილისში შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოვლენ
ამობეჭდვა · 2017-11-14 08:34:27 · 76 ნახვა

დღეს საქართველოს ერთობლივი ვიზიტით შვედეთის სამეფოს და პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრები, მარგოტ ვალსტრომი და ვიტოლდ ვაშჩიკოვსი ჩამოვლენ.

შეხვედრაზე მხარეები საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებს მიმოიხილავენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა 2017 წლის 24 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის სამზადისს. ამასთანავე, მხარეები განიხილავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შვედეთის სამეფოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი და მაღალი რანგის წარმომადგენლებთან.



ავტორი: Mediamall.ge