ირანში გლოვა გამოცხადდა
ამობეჭდვა · 2017-11-14 08:57:07 · 107 ნახვა

ირანის ხელისუფლებამ მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემად 14 ნოემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა.

ბოლო მონაცემებით, ირანსა და ერაყში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 455-ს მიაღწია, ხოლო დაშავებულების რიცხვი 7000-ს აჭარბებს.

ერაყისა და ირანის საზღვართან 7,3 მაგნიტუდის მიწისძვრა 12 ნოემბერს მოხდა. ეპიცენტრი ერაყის ქალაქ ჰალაბჯადან 32 კილომეტრის მოშორებით 10 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა. BBC-ის ცნობით, ეს მიწისძვრა წელს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი იყო.



ავტორი: Mediamall.ge