ვარკეთილში მინი-მარკეტი გაქურდეს
ამობეჭდვა · 2017-11-14 09:05:56 · 141 ნახვა

დღეს გამთენიისას ვარკეთილში, ერთ-ერთი მინი-მარკეტი გაქურდეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი2 ავრცელებს.

ადგილობრივების თქმით, მაღაზია დაკეტილი იყო და იმ დროისთვის ადგილზე არავინ იმყოფებოდა.

სამართალდამცველები ადგილზე დილიდან მივიდნენ. 

ამ დროისთვის უცნობია რა რაოდენობის თანხის წაღება შეძლეს დამნაშავეებმა. 

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი შსს-ში ჯერ არ გაკეთებულა. 



ავტორი: Mediamall.ge