საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამ წუთებში შვედ და პოლონელ კოლეგებს ხვდება
ამობეჭდვა · 2017-11-14 09:30:46 · 141 ნახვა

საქართველოს ერთობლივი ვიზიტით შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ესტუმრენ. მათ მიხეილ ჯანელიძე მასპინძლობს.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძაღვანელი მარგოტ ვალსტრომთან და ვიტოლდ ვაშჩიკოვსკისთან შეხვედრას ამ წუთებში მართავს, რომლის დასრულების შემდეგაც ერთობლოვი პრესკონფერენცია გაიმართება.

უცხოელი მინისტრები დღესვე საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერთან შეხვედრასაც გეგმავენ. ისინი სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზსაც მოინახულებენ და იქ არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნობიან.



ავტორი: Mediamall.ge