რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა სრული მოცულობით არის აღდგენილი - ვლადიმერ პუტინი
ამობეჭდვა · 2017-11-14 10:00:00 · 137 ნახვა

თურქეთთან რუსეთის ურთიერთობა სრული მოცულობით აღდგენილია. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, სოში, თურქ კოლეგასთან შეხვედრის დროს განაცხადა. ვლადიმერ პუტინის თქმით,  2016 წელს რუსეთსა და თურქეთს შორის საქონელბრუნვა 30%-ით შემცირდა, მიმდინარე წელს ორმხრივი ვაჭრობა 38%-ით არის გაზრდილი. პუტინმა დასძინა, რომ ორი ქვეყანა განაგრძობს მჭიდრო თანამშრომლობას პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, მათ შორის უსაფრთხოებისა და სირიის კონფლიქტის მოგვარების მიმართულებებით.

 



ავტორი: MediaMall.ge