"სამინისტროების შემცირების შედეგად გათავისუფლებულებზე წერენ, გვეცოდებიანო"
ამობეჭდვა · 2017-11-14 10:36:12 · 448 ნახვა

"სამინისტროების შემცირების შედეგად გათავისუფლებულებზე წერენ, გვეცოდებიანო. ჯერ საკითხავია, საერთოდ თუ ვინმეს გაანთავისუფლებენ და მერე ეს დაზოგილი ფული სად წავა. ისევ ადმინისტრაციულ ხარჯებს თუ დაემატება, იქნებ ისევ უსაქმურების შენახვა სჯობდეს, მაგრამ რატომ არიან საცოდავები ისინი ან ქვეყანა, რომელსაც ისინი ყავს?


1. პასიური და არაპროფესიონალი მთავრობის ხელში, სადაც გადაწყვეტილების მიღების პროცესიც შენელებულია, მის აღსრულებას კიდევ უფრო აფერხებს ბიუროკრატიული აპარატი, რიმელსაც არ აქვს ეფექტური მოქმედების უნარი, ნეპოტისტური არაპროფესიონალიზმიდან გამომდინარე. გაბერილი ბიუროკრატია მხოლოდ შემაფერხებელია.


2. ბიუროკრატია, რომელიც ძირითადად პარტაქტივია, ყოველ არჩევნებზე საკუთარ ტყავზე ფიქრობს, პირადი ინტერესები ამოძრავებს და ყოველი მისი დამნიშვნელი ხელისუფლების მომხრეა, თუ გინდა ის იყოს ფაშისტი, სადისტი თუ უმაქნისი.


3. ეს ადამიანები ბიუჯეტის ხარჯზე მუქთა ცხოვრებას არიან დაჩვეული და მიაჩნიათ, რომ მუდამ ასე უნდა იყოს. ამიტომ მთელი ცხოვრება ეძებენ ასე მუქთა სამუშაოს ნაცნობობით, გაძრომით, დროშის ქნევით, მონობის დამტკიცებით და ა.შ. რაც ტრენდული გახდა. სკოლადამთავრებულებიც კი საჯარო მოხელეობაზე ფიქრობენ, რადგან საქართველოში ერთადერთი შემოსავლის წყარო ეს გახდა, რაც ნიშნავს იმას, რომ კრეატიული იდეები, მათი განხორციელება და კონკურენცია ჩამკვდარია, რაც რეალურად ქვეყნის განვითარებისთვის უმთავრესია.
.............
პოლონეთში ბალცეროვიჩის ცნობილი "შოკური თერაპია", იგივე „ბალცეროვიჩის გეგმა“, იუგოსლავიაში -„მარკოვიჩის გეგმა“, უნგრეთში - „კუპას გეგმა“, ჩეხოსლოვაკიაში - „კლაუსის გეგმა“ იყო თანმიმდევრული და რადიკალური რეფორმა, რაც საქარველოში ვერ გაბედეს სოციალური აფეთქების შიშით, ისევე, როგორც ეს ვერ გაბედა ელცინმა ამავე მიზეზით. ის მდგომარებდა სწორედ ბიუროკრატიის მკვეთრ შემცირებასა და «მცონარა მენტალიტეტის» დაძლევაში, ანუ საკუთარი საქმის, საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრის დაწყებაში, რაშიც სახელმწიფო ხელს უწყობდა მოსახლეობას, გათავისუფლებულ მოხელეებს კაპიტალზე ხელმისაწვდმობით. განვითარდა ბიზნესი და ეკონომიკა.
ბალცერვიჩის თქმით, რაც ნაკლებია ლიბერალიზმი, მით უფრო «მსუქანია ბიუროკრატია».


"როდესაც ადამიანი გარანტირებულ მონურ ულუფას არჩევს «თავის შეწუხებას», ეს შეიძლება დაიძლიოს მხოლოდ შოკით! დიახაც, იმ შოკური შეგნებით, რომ შენ თუ საკუთარ თავზე არ იზრუნებ, არავინ შენზე არ იზრუნებს და ის გარანტირებული მონური ულუფაც არ გექნება, ანუ შიმშილით მოკვდები. სწორედ ამ შეგნებამ და შიშმა ააყვავა დასავლური ცივილიზაცია, ხოლო ვითომ ჰუმანურმა «სოციალიზმმა» ჩასახვისთანავე დაიწყო ლპობა. ამასობაში, ასეულობთი მილიონი ადამიანი შეიწირა მთელ მსოფლიოში და შემდეგ ხუხულასავით დაინგრა". რომელიღაც ექსპერტის ეს სიტყვები 2000 წლის "დილის გაზეთში" ამოვიკითხე...

მთავრობაში აღნიშნული ცვლილებები შორსაა, რა თქმა უნდა, ბალცეროვიჩის რეფორმისგან. ჩვენ ისიც არ ვიცით, რას ისახავს ის მიზნად. ამ ფონზე, კი ნამდვილად საცოდავად მეჩვენება ჩვენს ხარჯზე მცხოვრები ბიუროკრატიაც და თავად ჩვენი თავიც. სამსახურის დაკარგვის გამო კი არა, მცონარა მენტალიტეტის გამო მეცოდებიან ისინი", - წერს ჟურნალისტი ელისო ჯანაშია.



ავტორი: mediamall.ge