ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს შეხვდება
ამობეჭდვა · 2017-11-14 11:35:00 · 107 ნახვა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტია მოსკოვში ჩავიდა. ანატოლი ბიბილოვი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება. "მხარეები სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობების განვითარების საკითხებს და რეგიონულ და საერთაშორისო პრობლემებს განიხილავენ" - წერს სააგენტო cominf.org-ი. წყაროს ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებას.

ბიბილოვისა და პუტინის წინა შეხვედრა 2017 წლის მაისში, სოჭში გაიმართა. 

 

 



ავტორი: MediaMall.ge