ალექსანდრე ჯეჯელავა სასწავლებლად აშშ-ში გაემგზავრება
ამობეჭდვა · 2017-11-14 11:45:00 · 217 ნახვა

"ვაპირებ სასწავლო საქმიანობის გაგრძელებას" - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას განათლების ყოფილმა მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ. მისი თქმით, ის საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს

 "ვასწავლიდი რამდენიმე უნივერსიტეტში და ვატარებდი ტრეინინგებს, არასამთავრობო და კერძო სექტორში ვმუშაობდი. გარდა ამისა, ვაპირებ სწავლის გაგრძელებას. 2017 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში სადოქტოროს გასაგრძელებლად ვიყავი მომზადებული, ამ გეგმამ დროში ცოტა გადაიწია, თუმცა ვაპირებ ჩავაბარო და აშშ-ში წავიდე სადოქტოროს გასაგრძელებლად”, - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.



ავტორი: MediaMall.ge